„მილანი“ იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
„მილანი“ იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

„მილანმა“ გადაწყვიტა კონტრაქტი გააგრძელოს თავის საუკეთესო ბომბარდირთან ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, – წერს Calciomercato.

წყაროს ცნობით, „როსონერის“ სურს 39 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივოს.

შვედი მილანურ კლუბში ამა წლის იანვარში გადავიდა. 2019-20 წლების სეზონში მან „მილანის“ რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე შვიდ ოფიციალურ მატჩში რვა გოლი და ორი საგოლე პასი მოდის.

იბრაჰიმოვიჩის მოქმედი კონტრაქტი „მილანთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.