„მილანი“ იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს შემცირებული ხელფასით #1TVSPORT
„მილანი“ იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს შემცირებული ხელფასით #1TVSPORT

შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, „მილანთან“ კონტრაქტი გააგრძელოს.

იტალიური კლუბი მზად არის შესთავაზოს თავდამსხმელს ახალი ხელშეკრულება, თუმცა, შვედი უნდა დათანხმდეს ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას.

დღეისთვის ფორვარდი წელიწადში შვიდ მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ახალი კონტრაქტის მიხედვით, მილანელები მზად არიან სეზონში სამი მილიონი გადაუხადონ. ბონუსებთან ერთად ეს თანხა, შესაძლოა, ხუთ მილიონამდე გაიზარდოს.

იბრაჰიმოვიჩი თავის მომავალზე გადაწყვეტილებას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩების შემდეგ მიიღებს. შეხვედრები მარტში გაიმართება.

ზლატანს ოქტომბერში 41 წელს უსრულდება. წელს, ფორვარდმა სერია A-ს 15 მატჩში რვა გოლი გაიტანა და „მილანის“ საუკეთესო ბომბარდირია.