„მილანი” ფრანგული „რეიმსის” მეკარით დაინტერესდა
„მილანი” ფრანგული „რეიმსის” მეკარით დაინტერესდა

საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „რეიმსის“ მეკარე პრედრაგ რაიკოვიჩი შესაძლოა „მილანში“ გადავიდეს, იტყობინება „ტუტოსპორტი“.

წყაროს ინფორმაციით, 24 წლის სერბმა იტალიურ გრანდში ჯანლუიჯი დონორუმა უნდა შეცვალოს, თუ ის კლუბს ამ ზაფხულში დატოვებს. მიმდინარე სეზონში რაიკოვიჩმა საფრანგეთის ჩემპიონატში 27 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 12-ჯერ კარები მშრალად შეინახა. სულ კი მხოლოდ 18 ბურთი გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ იგი საფრანგეთის ჩემპიონატის 2019/2020 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.