„მილანი“ ევროპის ლიგაზე ითამაშებს
„მილანი“ ევროპის ლიგაზე ითამაშებს

„მილანი“ ევროპის ლიგის 2018-2019 წლების გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ Sky Sport Italia და გაზეთი La Reppublica იუწყებიან.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა იტალიური კლუბის აპელაცია და გააუქმა ევროთასებიდან „მილანის“ მოხსნის გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური ფეარპლეის წესების დარღვევის გამო, უეფა-მ „მილანი“ ევროპის ლიგის გათამაშებაში არ დაუშვა.

ასე რომ, „მილანი“ 2018-2019 წლების ევროპის ლიგის გათამაშებას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს, რადგან იტალიის შარშანდელ ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა. „მილანის“ გამართლების გამო, ევროთასებზე ვერ გამოვა „ფიორენტინა“, რომელიც სერია A-ში მერვე ადგილზე გავიდა.