„მილანი“ ევროპის ლიგაზე ერთი სეზონის გამოტოვებას თანხმდება

15:37, 01.06.2019
Milan, ITALY:  Picture taken 10 september 2006 in Milan of the AC Milan' logo before their Serie A football match AC Milan vs Lazio. AFP PHOTO / PACO SERINELLI  (Photo credit should read PACO SERINELLI/AFP/Getty Images)

„მილანი“ მზად არის, დათანხმდეს უეფას სასჯელს ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევისთვის და გამოტოვოს ევროპის ლიგის 2019-20 წლების სეზონი, – იტყობინება გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“.

როგორც აღნიშნავენ, კლუბს არ შეუძლია ფინანსური სამართლიანი თამაშის პირობების დაცვა, ამიტომაც მოლაპარაკებებს აწარმოებს უეფასთან, რათა დათანხმდეს ერთი სეზონით ევროთასების გათამაშების ჩამოშორებას.

ევროპის ლიგიდან მოკვეთის შემთხვევაში, „მილანს“ მომავალ სეზონში ამ ტურნირზე „ტორინო“ ჩაანაცვლებს, რომელმაც სერია A-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

დეკემბერში, უეფამ გადაწყვეტილება გამოიტანა „მილანის“ მიერ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო. იტალიური კლუბი 12 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. ეს ფული გუნდს ჩამოეჭრა იმ თანხიდან, რომელიც წელს ევროპის ლიგაზე გამოსვლისთვის მიიღო.

მსგავსი