„მილანი“ ევროპის ლიგას გამოტოვებს
„მილანი“ ევროპის ლიგას გამოტოვებს

„მილანი“ არ ითამაშებს 2019-20 წლების სეზონში ევროპის ლიგაზე, – ამის შესახებ დაწერა „ფუტბოლ იტალიამ“.

წყაროს ცნობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურია, თუმცა ის ჯერ არ დაუდასტურებია „მილანის“ პრესსამსახურს.

უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „მილანი“ შეგნებულად გამოტოვებდა ევროთასების სეზონს, რითაც ფინანსური ფეარ პლეის დარღვევით გამოწვეულ დისკვალიფიკაციას მოიხდიდა. იტალიურმა კლუბმა ასეთი გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ თავიდან აეცილებინა სანქციები უეფას მხრიდან.

„მილანის“ ნაცვლად, ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში „ტორინო“ ითამაშებს, „რომა“ კი აცდება საკვალიფიკაციოს და პირდაპირ მოხვდება ევროპის ლიგის ჯგუფში.