„მილანი“ დონარუმასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
„მილანი“ დონარუმასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

„მილანის“ ხელმძღვანელობა გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის გაგრძელებას 2023 წლამდე აპირებს, რის ფარგლებშიც მას ანაზღაურებასაც გაუზრდის. ამის შესახებ იფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავის „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

ამჟამინდელი შეთანხმება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში და მის მიხედვით ფეხბურთელი წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს.

შეგახსენებთ, რომ „მილანის“ ძირითად შემადგენლობაში ჯანლუიჯი დონარუმას დებიუტი 2015 წელს ჰქონდა, წლევანდელ სეზონში კი მან 26 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაუშვა. მის აქტივში 10 მშრალი მატჩია.