მილანი და ინტერი მიულერით ინტერესდებიან
მილანი და ინტერი მიულერით ინტერესდებიან

მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი თომას მიულერი შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს იტალიაში გადავიდეს.

როგორც გერმანული გამოცემა კიკერი ირწმუნება, 29 წლის გერმანელით მილანი და ინტერი არიან დაინტერესებულები და, გარდა ამისა, ერთი კლუბი ინგლისიდან, რომლის სახელსაც არ იტყობინებიან.

წყაროს ცნობით, მიულერი უკმაყოფილოა მიუნხენურ კლუბში საკუთარი მდგომარეობით. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს არ მოსწონს, რომ მატჩებისას ხშირად ცვლიან ან მისთვის მოუხერხებელ პოზიციაზე აყენებენ.
მიმდინარე სეზონში მიულერმა ბაიერნში 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი შეასრულა.