„მილანი“ ჩალჰანოღლუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
„მილანი“ ჩალჰანოღლუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

„მილანი“ თურქ ნახევარმცველ ჰაკან ჩალჰანოღლუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

წყაროს ცნობით, მოთამაშის აგენტი გორდონ სტიპიჩი მილანური კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ივან გაზიდისს უახლოეს დღეებში შეხვდება, შეთანხმების გაგრძელება კი 2024 წლამდეა დაგეგმილი.

ჩალჰანოღლუ „მილანში“ 2017 წლის ზაფხულში ლევერკუზენის „ბაიერიდან“ გადავიდა და იტალიურმა გრანდმა მასში 23.3 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი „როსონერისთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.