„მილანი“ ბენნასერის გაყიდვას არ აპირებს
„მილანი“ ბენნასერის გაყიდვას არ აპირებს

„მილანი“ არ აპირებს ალჟირელი ისმაელ ბენნასერის გაყიდვას, იუწყება იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“. წყაროს ინფორმაციით, რალფ რანგნიკი, რომელიც მალე მილანურ კლუბს სათავეში ჩაუდგება, ალჟირელს გუნდის განუყოფელ ნაწილად თვლის და აპირებს, თამაში მის გარშემო ააწყოს.

აღსანიშნავია, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფეხბურთელით ასევე ინტერესდებიან „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.

ბენნასერი მილანში 2019 წელს „ემპოლიდან“ გადავიდა და ტრანსფერის ოდენობამ 16 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში 22 წლის ნახევარმცველმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი კონტრაქტი მილანთან 2024 წლამდეა ძალაში.

 

დატოვე კომენტარი