„მილანი“ ანსუ ფატის ტრანსფერით ინტერესდება #1TVSPORT
„მილანი“ ანსუ ფატის ტრანსფერით ინტერესდება #1TVSPORT

„მილანი“ ინტერესს გამოთქვამს „ბარსელონას“ ფორვარდის ანსუ ფატის მიმართ, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს, ესპანელი ფეხბურთელი ჩართოს გარიგებაში, რომლის მიხედვითაც, „ბარსელონაში“ უნდა გადავიდეს გარემარბი რაფაელ ლეაო.

ფატი აღდგენით კურსს გადის ბარძაყის ტრავმის შემდეგ. ამ სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა „ბარსელონაში“ შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.