„მილანის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მზად არის შემადგენლობაში ადგილი შესთავაზოს 41 წლის მცველს ტიაგო სილვას. ამის შესახებ ESPN იტყობინება.
ლაპარაკია კონტრაქტზე, რომლის ხანგრძლივობა ექვსი თვე იქნება. ასე რომ, ვეტერანი მცველი შეძლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მომზადებას. უფრო ადრე სილვამ გააუქმა კონტრაქტი „ფლუმინენსესთან“ და თავისუფალი აგენტი გახდა.
2025 წლის სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.