მილანი 20 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს
მილანი 20 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს

„მილანი“ 20 წლის პიერ კალულუსთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, იუწყება იტალიელ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი.

როგორც ირკვევა, „ლიონის“ ახალგაზრდა მცველი იტალიურ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან მიმდინარე თვის 30 რიცხვში იწურება. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „ლიონი“ „მილანისგან“ დაახლოებით 480 000 ევროს მიიღებს.

რამდენიმე ხნის წინ, ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ასევე იუწყებოდა, რომ სერიოზულ ინტერესს ფეხბურთელის მიმართ მიუნხენის „ბაიერნი“ იჩენდა.

აღსანიშავია, რომ პიერ კალულუს „ლიონის“ ძირითად გუნდში არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია და აქამდე მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.

დატოვე კომენტარი