„მილანი“ 0:5 წაგების შემდეგ საღამოზე გაერთო
„მილანი“ 0:5 წაგების შემდეგ საღამოზე გაერთო

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „მილანი“ 0:5 განადგურდა „ატალანტასთან“. ეს იყო კლუბის ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება 1998 წლის შემდეგ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ფეხბურთელმა თავს უფლება მისცა – წვეულება მოეწყო და გვარიანად მოელხინა, რამაც გულშემატკივრების მხრიდან ნეგატიური განწყობა გამოიწვია.

სოციალურ ქსელებში გაჩნდა 20 წლის პორტუგალიელი ფორვარდის რაფაელ ლეაოს ფოტოები, რომლებშიც ის ცეკვავს, სვამს და ეწევა დისკოტეკაზე. ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დავიდე კალაბრიას გართობაა დაფიქსირებული.

მილანური კლუბის ფანები განრისხებას ვერ მალავენ ფეხბურთელების მხრიდან ამგვარი ამგვარი უპასუხისმგებლო საქციელის გამო. ცეცხლზე ნავთი დაასხა ნახევარმცველმა ფრანკ კესიმ. მან მოიწონა „ატალანტას“ ფეხბურთელის ალეხანდრო გომესის პოსტი, რომელშიც ის თავისი გუნდის გამარჯვებას ზეიმობს.

დატოვე კომენტარი