მილან შკრინიარი პსჟ-დან კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს #1TVSPORT
მილან შკრინიარი პსჟ-დან კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს #1TVSPORT

სტამბოლის ფენერბახჩემ „პარი სენ-ჟერმენიდან“ სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი იჯარის წესით დაიმატა.

29 წლის სლოვაკი ფეხბურთელი თურქულ გუნდში 2024/25 წლის სეზონის დასრულებამდე დარჩება. როგორც მედია იუწყება, მას პირადად ჟოზე მოურინიომ დაურეკა, რომელიც „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელია.

შკრინიარი „პარი სენ-ჟერმენს“ 2023 წელს შეუერთდა. მანამდე ის „ინტერის“ ღირსებას იცავდა, სადაც ერთხელ სერია A, ხოლო ორჯერ იტალიის თასი მოიგო.

როგორც ცნობილი ხდება, სლოვაკის ანაზღაურებას სეზონის ბოლომდე „ფენერბახჩე“ დაფარავს.