მილან რისტოვსკი - ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები სკოპიეში ქულების მოსაპოვებლად ჩამოდის #1TVSPORT
მილან რისტოვსკი - ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები სკოპიეში ქულების მოსაპოვებლად ჩამოდის #1TVSPORT

მილან რისტოვსკიმ ერთა ლიგაზე საქართველოსთან მესამე ტურის მატჩზე ისაუბრა – ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და ტრნავას „სპარტაკის“ თავდამსხმელი (რომელმაც გუნდს რაზგრადში ქულა მოუტანა) ახლა იმედოვნებს, რომ გუნდმა კიდევ ერთ წარმატებას უნდა მიაღწიოს „უხერხული მეტოქის“ (მისი სიტყვებია) წინააღმდეგ.

„ჩვენი კლასი ამ ორ მატჩში ვაჩვენეთ. ვფიქრობ, ბევრად მეტი შეგვიძლია და ვფიქრობ, ამას საქართველოსთან მატჩშიც გამოვაჩენთ. მატჩი იოლი არ იქნება, პირიქით, რთული, რადგან საქართველოს პირველ ორ ტურში ორი გამარჯვება აქვს, რაც, რა თქმა უნდა, მას მოტივაციას მატებს. ისინი სკოპიეში იმ ქულების მოპოვების სურვილით ჩამოვლენ, რაც მათ პირველ ადგილს შეუნარჩუნებს. თუმცა, უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, ჩვენი უდავო კლასის და მწვრთნელის მითითებების“, – ამბობს მილან რისტოვსკი.

24 წლის თავდამსხმელის აზრით, 9 ივნისს დაგეგმილ მატჩში უდიდესი მნიშვნელობა ექნება, გამოავლენს თუ არა გუნდი ბრძოლისუნარიანობას.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სურვილი და მებრძოლი სული. ვიცით, რა გველოდება, რადგან მათი თამაში უკვე გავაანალიზეთ, ვიცით რა არის მათი უპირატესობა. მაგრამ ასევე ვიცით, რა არის მათი სისუსტე. თუმცა მატჩამდე დარჩენილ დროში მიმაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ. უნდა გვჯეროდეს იმ წარმატების, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოვა თუ მატჩს სწორად ჩავატარებთ“, – განაცხადა რისტოვსკიმ.