მიკოლაევის საცხოვრებელ რაიონებზე იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა
უკრაინის ქალაქ მიკოლაევის საცხოვრებელ რაიონებზე განხორციელებული იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი კიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიტალი კიმი მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრებში დარჩნენ.
ამასთან, მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ სახლებსა და სასწავლო დაწესებულებებზე. ადგილზე სამაშველო და კომუნალური სამსახურები მუშაობენ.