მიკოლა კოვტალიუკი - ტყუილია, თითქოს, „სალამანკამ“ ჩემს ტრანსფერში 350 ათას ევროს გადაიხადა
მიკოლა კოვტალიუკი - ტყუილია, თითქოს, „სალამანკამ“ ჩემს ტრანსფერში 350 ათას ევროს გადაიხადა

გორის „დილას“ თავდამსხმელმა მიკოლა კოვტალიუკმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და უარყო უკრაინული გამოცემის ინფორმაცია, რომ თითქოს, მისი ტრანსფერი ესპანურმა კლუბმა გამოისყიდა

„ინფორმაცია, თითქოს, „სალამანკამ“ ტრანსფერში 350 ათასი ევრო გადაიხადა, ტყუილია. აგენტი მოლაპარაკებას კლუბის, გორის „დილას“ ნებართვით აწარმოებს, რომელსაც ჩემი ტრანსფერი ეკუთვნის. კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი გამაჩნია. მიმაჩნია, რომ ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა“, – ამბობს პირველ არხთან უკრაინელი თავდამსხმელი კოვტალიუკი.

უკრაინული გამოცემა football24.ua-ს ცნობით, მიკოლა კოვტალიუკმა გორის „დილა“ დატოვა და კარიერას ესპანეთში, რანგით მესამე ლიგის „სალამანკაში“ გააგრძელებს.