მიკოლა კოვტალიუკი ტრანსფერზე „ვორსკლას“ შეუთანხმდა #1TVSPORT
მიკოლა კოვტალიუკი ტრანსფერზე „ვორსკლას“ შეუთანხმდა #1TVSPORT

გორის „დილას“ თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი ზამთარში „ვორსკლაში“ გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმერ ზვეროვი ავრცელებს.

„როგორც ვიცი, კოვტალიუკი „ვორსკლას“ უკვე შეუთანხმდა, რადგან „დილასთან“ ხელშეკრულების ვადა ზამთარში ეწურება და პოლტავის გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც „ვორსკლა“ ამ ფორვარდით დაინტერესდა. პოლტაველები რამდენიმე წლის წინაც განიხილავდა მის კანდიდატურას, მაგრამ სხვა ფორვარდების დონიდან გამომდინარე, კოვტალიუკზე უარი თქვეს“, – განაცხადა ზვეროვმა Profutbol Digital-ის „იუთუბ“ არხზე.

მიმდინარე სეზონში 28 წლის მიკოლა კოვტალიუკმა გორის „დილას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.