მიხეილ ყაველაშვილი - ღიმილისმომგვრელია შალვა ნათელაშვილის შეფასებები, ხან ტრამპს ემუქრება, ხან ელჩს და პოლიტიკურ ლიდერებს
მიხეილ ყაველაშვილი - ღიმილისმომგვრელია შალვა ნათელაშვილის შეფასებები, ხან ტრამპს ემუქრება, ხან ელჩს და პოლიტიკურ ლიდერებს

დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი „ლეიბორისტების“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

„ჩემთვის ღიმილისმომგვრელია ამ ადამიანის შეფასებები. ხან ტრამპს ემუქრება, ხან სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს, ხან ელჩს და ეს არასერიოზულად მიმაჩნია.

ნამდვილად საწყენია ქვეყნისთვის, რომ ამდენი ხნის გამოცდილების ადამიანი, რომელიც ამდენი ხანია, პოლიტიკაშია, ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში“.