მიხეილ ყაველაშვილი - ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებენ, რას წარმოადგენდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ​, რომ მიეშვათ, ყველა მოქალაქეზე ექნებოდათ ასეთი ჩანაწერი
მიხეილ ყაველაშვილი - ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებენ, რას წარმოადგენდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ​, რომ მიეშვათ, ყველა მოქალაქეზე ექნებოდათ ასეთი ჩანაწერი

​​ჩემთვის ნამდვილად არ არის ჩემთვის გასაკვირი ამ ადამიანების მხრიდან ჩანაწერების ფაბრიკაცია, ფალსიფიკაცია, რაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გაჟღერდა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას.

„მინდა, შევახსენო საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა, მივმართო – როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ამით მუდმივად სარგებლობდნენ. ჩანაწერებშია, თითქოს ვინმეს დევნიან და ვინმეს ქუჩა-ქუჩა დასდევენ და ა.შ. ეს იყო პირდაპირ მათი ხელწერა და ამის პირდაპირი სამწუხარო ფაქტი არის ქვეყნისთვის გირგვლიანის თემა, რომელიც კარგად უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგანაც მთელი სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ ერთი ვაჟკაცი ქართველი ადამიანის ღირსების შელახვაში, მისი სიცოცხლის ხელყოფაში. ამ ადამიანების მიერ იყო შეთითხნილი, ამ გადაცემის წამყვანის გამზრდელი იყო პროკურორის მოადგილე, რომელიც ფანჩატურში, სადაც იკრიბება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათზე ჰქონდათ ფაბრიკაციები, თითქოს ისინი იყვნენ მოღალატეები და რუსეთთან შეკრული, სახელებით და გვარებით იყო ეს ყველაფერი ცნობილი. ამ ადამიანებისგან არ არის გასაკვირი. უბრალოდ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს თემა მიზანმიმართულად კეთდება იმისთვის, როგორმე რომ გამოიწვიონ საკუთარი ქვეყნის მავნებლობა, რათა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ისინი ამას აკეთებდნენ ყოველთვის, უბრალოდ ჩვენ ამას დავუპირისპირდით და შევცვალეთ ეს მავნებლური ხელისუფლება. ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფა, ძალიან ბევრი დასახიჩრებული ზუსტად ამ ფაბრიკაციებით და ასეთი მიდგომებით ხდებოდა.

ამ ფაბრიკაციებით ისინი ახსენებენ საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენენ და რას წარმოადგენდნენ, ხელისუფლებაში როცა იყვნენ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნაკლებად მიმართონ ასეთ ფაბრიკაციებს, რადგან რაღაცნაირად ჩვენი საზოგადოების ნაწილს დავიწყებული აქვს მათი ქმედებები და არ მიუბრუნდებათ კარგად. მე, მაგალითად, ძალიან ბევრი რამე მახსენდება, როცა ფაბრიკაციას ვუყურებ, როგორ ჰქონდათ კასრების თემა. რომ მიეშვათ, საქართველოს ყველა მოქალაქეზე ექნებოდათ ასეთი ფაბრიკაცია ჩაწერილი და როცა უნდოდათ, მაშინ გამოამჟღავნებდნენ და ასე მიმართავდნენ. მაგალითად, ირაკლი ბათიაშვილის თემა ასეთი ფაბრიკაციის შედეგი იყო, ეს ადამიანი პასუხისგებაში მისცეს და მსჯავრდებული იყო. როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი სამართლიანობაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

დატოვე კომენტარი