მიხეილ ყაველაშვილი - არავის მოსწონს, რაც ქალაქის ქუჩებში ხდება, კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტრუქციულ რეჟიმს თუ დაუბრუნდება
მიხეილ ყაველაშვილი - არავის მოსწონს, რაც ქალაქის ქუჩებში ხდება, კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტრუქციულ რეჟიმს თუ დაუბრუნდება

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ არავის მოსწონს, რაც ქალაქის ქუჩებში ხდება. დეპუტატის თქმით, კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტრუქციულ რეჟიმს თუ დაუბრუნდება.

„ოპონენტებისგან მცდელობა არის, რომ პოლიტიკურ დანაშაულში გვამხილონ, თუმცა პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს, არავინ არის დაკავებული, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის განრიდება მოხდა. ასეც მოხდება, რადგან მათი მცდელობა, რომ პროცესებში დესტრუქცია შემოიტანონ, არ გამოუვათ. ეს ერთი ძალაა, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. დესტრუქციული ქმედებების გარდა, სხვა არაფერი დარჩენიათ.

არავის მოსწონს, რაც ქალაქის ქუჩებში ხდება. თუ პოლიტიკურ ძალას რაიმე პრეტენზია აქვს, პასუხისმგებლობა და შეგნება უნდა ჰქონდეს, ანალიზი გააკეთოს და მოვლენებს ისე შეხედოს. მათ უნდოდათ, საკუთარი პროტესტში საზოგადოება ჩაერთოთ, ეს არ გამოუვიდათ, რადგან ჩვენი საზოგადოება ამ საკითხებში საკმაოდ გათვითცნობიერებულია და კარგი იქნება, თუ კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.