მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელება არ არის
მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელება არ არის

მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელება არ არის.

„მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. მოლაპარაკებას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ და მნიშვენელოვანია, რომ ეს პროცესი აუცილებად წარიმართება, მაგრამ კონკრეტულად, მოლაპარაკების ეს ფორმატი როდის იქნება, ამაზე წინასწარი საუბარი ძნელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, მოლაპარაკებების ყველაზე სწორი გზა გადის საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც შეიქმნა.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, არ მგონია რომ პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების ყველაზე სწორი გზა გადის იმ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ყველა კითხვის ნიშნის მოსპობაა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით. ყველაფერი უნდა გაირკვეს, ყველაფერს ფარდა აეხადოს. თუკი აღმოჩნდება რაიმე სერიოზული ხარვეზი, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე, თუნდაც ერთპროცენტიანი სხვაობით, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების პოზიცია ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა სარჯველაძემ.