მიხეილ სარდალიშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ პირველი ახალწვეულია
მიხეილ სარდალიშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ პირველი ახალწვეულია

საქართველოს ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოს” პირველი ახალწვეული 25 წლის თავდამსხმელი მიხეილ სარდალიშვილია. საქართველოს თასის მფლობელი საჩხერეს „ჩიხურას“ ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ ინფორმაცია პირველ არხთან დაადასტურა.

“არ დავმალავ, რამდენიმე გუნდი მიწვევდა. თუმცა საბოლოო არჩევანი “ტორპედოზე” შევაჩერე. მართალია, ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ ყველა საკითხზე შევთანხმდით. ჩემპიონ გუნდში გადასვლა სასიამოვნოც არის და საპასუხისმგებლოც. რაც მთავარია, კარიერის განვითარების საშუალება მექნება. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის შანსი კი დიდი გამოწვევაა” – ამბობს სარდალიშვილი.