მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმის მოსამართლემ ადვოკატი დარბაზიდან გააძევა
მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმის მოსამართლემ ადვოკატი დარბაზიდან გააძევა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ადვოკატი დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა.

რამდენჯერმე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას საქმის მოსამართლემ, ბადრი ჯოჭლამაზაშვილმა ადვოკატი ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი, სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია მოსამართლე თემურ ჯანაშიამ ჯერ 100 ლარით, შემდეგ კი, დაუმორჩილებლობის მოტივით, 200 ლარით დააჯარიმა. ხმაურის გამო, 100 ლარით დაჯარიმდა პროკურორი გიორგი მუჯირიც.

ხმაური სხდომათა დარბაზში მაინც გაგრძელდა და ადვოკატი სხდომიდან გააძევეს.

შელაპარაკება  ფინანსთა ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწმის სახით დაკითხვის დროს მოხდა.

მოწმისთვის დასმული შეკითხვები რამდენჯერმე გააპროტესტა ბრალდების მხარემ. ბასილაიამ კი, მოსამართლეს სუბიექტურობაში დასდო ბრალი.

ბაინდურაშვილის დაკითხვა  შემდეგ პროცესზე გაგრძელდება.