მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა
მიხეილ სააკაშვილისა და  თემურ ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების შესახებ იმსჯელეს, პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბუღალტრო განყოფილებიდან ამოღებული დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით, იმ ფარულ ხარჯებს ასახავს, რასაც  ბრალდება მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ედავება.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საქმეზე მორიგი პროცესი საქალაქო სასამართლოში 10 იანვარს კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.