მიხეილ სააკაშვილი - შეიძლება, ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში
მიხეილ სააკაშვილი - შეიძლება, ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში

შეიძლება, ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, „სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა ივანიშვილს მსოფლიო რადარებიდან“.

„მე შეიძლება, ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ, გაეცნოთ უკრაინულ პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია. ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ საქართველო აღარ გვექნება. საქართველო, როგორც ქვეყანა, გაქრება. საქართველო, როგორ ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან.

სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა ივანიშვილს მსოფლიო რადარებიდან. მე ძალიან ნათლად ვარ ყველა მსოფლიო რადარზე და საქართველო აღარ არის მსოფლიო რადარებზე. განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტიკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ერთი პიროვნება. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება გადარჩენა, მობილიზება, ძალიან სწრაფი მოქმედება. ამ არჩევნებზე ივანიშვილს წერტილი უნდა დავუსვათ და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა აღმშენებლობა.

მეცინება, როდესაც ხალხი საუბრობს თანამდებობებზე. რა თანამდებობებზე ფიქრობთ, ხალხო, ყველაფერი უკან დაგვრჩება, საქართველო აღარ გვექნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.