მიხეილ სააკაშვილი - შალვა ნათელაშვილი ყველა გადამწყვეტ მომენტში გაიქცა ბუჩქებში
მიხეილ სააკაშვილი - შალვა ნათელაშვილი ყველა გადამწყვეტ მომენტში გაიქცა ბუჩქებში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილი ყველა გადამწყვეტ მომენტში გაიქცა ბუჩქებში. სააკაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებისა და ნათელაშვილის უარის შესახებ მორიგი ფეისბუქლაივისას ისაუბრა.

„შალვა ნათელაშვილი ყველა გადამწყვეტ მომენტში გაიქცა ბუჩქებში, რა ვქნა, ხომ იცით, რომ ასეა. რამდენჯერმე შევხვდი, რამდენჯერმე ველაპარაკე.

ჩემ სახლში მოხდა ოპოზიციის გაერთიანება. ყველა გავაერთიანე, ცალკე შალვას შევხვდი რამდენჯერმე – კი, კი, კი და არაო.

დანარჩენები, ზოგი ერთკაციანი პარტიაა, ზოგი ათასკაციანი, ზოგი ასკაციანი, ზოგი უფრო მეტიც, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ადამიანი არის ძვირფასი. ყველა ადამიანს უნდა გავუწოდოთ ხელი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.