მიხეილ სააკაშვილი - პუტინი თუ მოვა ჩემს სახლში, ჩემი სახლი კი ახლა ოდესაშია, გამოვნახავთ მეთოდებს, თავი როგორ დავიცვათ
მიხეილ სააკაშვილი - პუტინი თუ მოვა ჩემს სახლში, ჩემი სახლი კი ახლა ოდესაშია, გამოვნახავთ მეთოდებს, თავი როგორ დავიცვათ

როგორც ოდესელი, ოდესას ბოლომდე დავიცავ, – „ეხო მასკვის“ ცნობით, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბევრი ოდესელი ასეა განწყობილი.

„ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა შეკითხვას, აიღებს თუ არა ხელში იარაღს და ასევე, ვის ესვრის ამ იარაღიდან.

„ყოველი ჩვენგანი იპოვის თავის მეთოდს, როგორ დაიცვას ქვეყანა, უკრაინის სახელმწიფო, როგორ დაიცვას თავისი სახლი. კიდევ ერთხელ ვამბობ: დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი ჩემს სახლში მოვა. ჩემი სახლი კი ამჟამად ოდესაშია – თუ ის მოვა ჩემს სახლში, სადაც ნამდვილად არ დამიპატიჟია, მოვნახავთ მეთოდებს, თავი როგორ დავიცვათ. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურ ცვლილებებზე, რეფორმებზე.

მე ვფიქრობ ამ საკითხებზე და არა მხოლოდ იმაზე, როგორ ვტაცოთ ხელი იარაღს და ვინმეს ვესროლოთ – ეს საერთოდ ყველაზე კოშმარული სცენარია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი