მიხეილ სააკაშვილი - პროკურორებს, მოსამართლეებს საერთოდ არ ვიცნობდი, მე მაინტერესებდა საქართველოს განვითარება და დღესაც ამით ვცოცხლობ
მიხეილ სააკაშვილი - პროკურორებს, მოსამართლეებს საერთოდ არ ვიცნობდი, მე მაინტერესებდა საქართველოს განვითარება და დღესაც ამით ვცოცხლობ

პროკურორებს, მოსამართლეებს საერთოდ არ ვიცნობდი, მე მაინტერესებდა საქართველოს განვითარება და დღესაც ამით ვცოცხლობ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„განსხვავებით ივანიშვილისგან, პროკურორებს და მოსამართლეებს არ ვიცნობდი საერთოდ,​ არ ვინტერესდებოდი, მე მაინტერესებდა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ციფრები, სიღარიბიდან ხალხის გამოყვანა, ახალი ავტობანები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, თავისუფალი სასამართლო ვერც მან ჩამოაყალიბა, მაგრამ არ იყვნენ ციხეში პოლიტიკოსები.

„ჩვენს დროს არც ერთი პოლიტიკოსი ციხეში არ ყოფილა, მინდა, ყველას შევახსენო. არც ერთ მოქმედ პოლიტიკოსს არ ჰქონდა მისჯილი სისხლის სამართლის საქმეზე.

სისხლის სამართლის საქმეებით საერთოდ არ ვინტერესდებოდი. ივანიშვილის ერთადერთი პოლიტიკა და საქმეა, ვის რამდენს მიუსჯის. მე მაინტერესებდა საქართველოს განვითარება და დღესაც ამით ვცოცხლობ. ესენი იქექებიან სულ ნაგავში, საქმეებში, შავ პიარში, უბედურებაში. ესაა განსხვავება. იმიტომაა, ქვეყანა ბოლომდე ჭაობში რომ ჩაეფლო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.