მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ სასამართლოს, დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი
მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ სასამართლოს, დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი

მივმართავ სასამართლოს, დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.