მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი ამოცანაა საქართველო ქართველებით
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი ამოცანაა საქართველო ქართველებით

ჩვენი ამოცანაა საქართველო ქართველებით, – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის „ფეისბუქში“ წერს, რომ იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრებ ქართველებს ინტერნეტის მეშვეობით ჩაერთო და ესაუბრა.

„ჩავერთე და ერთი საათი ვესაუბრე ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს იტალიის ქალაქ ბარიში. სვავის გეგმა არის „საქართველო ქართველების გარეშე“, ჩვენი ამოცანაა „საქართველო ქართველებით და ე.ი. ივანიშვილის გარეშე“. ქვეყნის მტერი მთავრობა, რომელიც მთელ ძალას ახმარს უცხოეთში თანამოქალაქეების გაყრას და უცხოეთის მთავრობებს ელაპარაკება, რომ როგორმე მათ ქართველები დაასაქმონ, რათა აღარ მოუნდეთ საქართველოსკენ გახედვა. როგორც კი ივანიშვილს მოვაშორებთ, მაშინვე შევთავაზებთ ქართველებს დაბრუნების ღირსეულ პირობებს. გაიხსენეთ – ჩემი პრეზიდენტობის დროს სტატისტიკურად მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა, ხოლო ივანიშვილის დროს ერთმა მილიონმა ადამიანმა მიატოვა მშობლიური კერა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.