მიხეილ სააკაშვილი - ჩემთან დაკავშირებულია ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია მთელს მართლმადიდებელ სამყაროში
მიხეილ სააკაშვილი - ჩემთან დაკავშირებულია ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია მთელს მართლმადიდებელ სამყაროში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას უკავშირდება ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია მთელს მართლმადიდებელ სამყაროში. ამის შესახებ მან „მთავარ არხს“ განუცხადა.

„ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ჩემი, ყველაზე მეტად რესურსებს ხარჯავს პროპაგანდისთვის ჩემთან საბრძოლველად, თავის რუს პატრონებთან ერთად.

მან ძალიან კარგად იცის, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე მისთვის. მთავარი ჩემი ძალა არის იმაში, რომ ჩემთან დაკავშირებულია ერთადერთი წარმატებული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორია მთელს მართლმადიდებელ სამყაროში და მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.