მიხეილ სააკაშვილი - ჩავატაროთ ექსპერიმენტი​, ​ჩამომიშვან და 24 საათი გამიშვით ქუჩაში, რა მოხდება, ხალხი გამწეწავს, დამკაწრავს, ჩამაქვესკნელებს, მივცეთ ხალხს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს აზრი
მიხეილ სააკაშვილი - ჩავატაროთ ექსპერიმენტი​, ​ჩამომიშვან და 24 საათი გამიშვით ქუჩაში, რა მოხდება, ხალხი გამწეწავს, დამკაწრავს, ჩამაქვესკნელებს, მივცეთ ხალხს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს აზრი

საიდან გავიწიო, ავორთქლდე, თვითლიკვიდაცია გამოვაცხადო თუ ხარაკირი ჩავიტარო პირდაპირ ეთერში.​ უკაცრავად და, ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ მოქმედ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოუგებს ჩემი, მკვდრის სახელი არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა დასვა შეკითხვა, რატომ არ უშვებენ მას საქართველოში და „საგამოძიებო ექსპერიმენტის“ ჩატარება ითხოვა.

„აბა, ჩამომიშვან ქვეყანაში, რატომ არ მიშვებენ, საქართველოს მოსახლეობას ასე თუ ეშინია სააკაშვილის. ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი, ავტომატი არ მიჭირავს. ჩამოვიდეს სააკაშვილი და რა მოხდება მაშინ – ხალხი დამხვდება, გამწეწავს, თმებით მირევს, შემაფურთხებს, დამკაწრავს, ნეკნებს ამომიგდებს, გამხეთქავს ცემით და ჩამაქვესკნელებს.​ უმეტესობა თუ ასე ფიქრობს, რა პრობლემაა.

გახარია რომ იყო უკრაინაში ჩამოსული, შს მინისტრობის დროს, ეხვეწებოდა, სააკაშვილი არ ჩამოუშვათ საქართველოშიო. მომიყვა, ვინც ხვდებოდა, აქაური მინისტრი. ამისთვის იყო ჩამოსული გახარია, ეს შნირი რუსების და იმ დროისთვის ივანიშვილის; დარწმუნებული ვარ, ახლა ივანიშვილის თამაშში არ არის.

თუ მართლები არიან, მაშინ, პირიქით, საბოლოდ არ უნდა „გაიასნდეს“ ყველაფერი, მათი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ. უნდა ჩამოვიდე, უნდა დამხვდეს აღშფოთებული მასა, უნდა ჩამქოლონ. მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ასე ყოფილა. თუ არადა, არ ყოფილა ასე.

მოდით, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, 24 საათის განმავლობაში გამიშვით ქუჩაში, დედას ვფიცავარ, დაცვას არ ვიხმობ. მივცეთ ხალხს საშუალება, თავისუფლად გამოხატოს აზრი. ამას რატომ არ უშვებენ? იმაში ხომ არაა საქმე, როგორც კი ფეხს დავადგამ საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება, რომ მათი მხარდაჭერა არის ხუთი პროცენტი და ჩემი, ვთქვათ, 70-75“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი