მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს.

„დავიწყეთ შეხვედრები სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან, ნონა მამულაშვილთან ერთად შევხვდით ევროპული კონსერვატორების ფრაქციის ლიდერს ანა ფოტიგას და მის ჯგუფს.

მიუხედავად COVID-რეგულაციებისა, ჩვენთვის სპეციალურად გააღეს ევროპარლამენტის ჩვეულებრივ დაკეტილი რესტორანი ვახშმისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.