მიხეილ ნარიაშვილი „შავი ლომის“ შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT
მიხეილ ნარიაშვილი „შავი ლომის“ შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც შემოდგომაზე კოჭისა და მუხლის ოპერაცია გაიკეთა, მოედანს უბრუნდება და კარიერას „შავი ლომის“ შემადგენლობაში განაგრძობს.

32 წლის ნარიაშვილმა თითქმის მთელი კარიერა ფრანგულ „მონპელიეში“ გაატარა და კლუბის მაისურით 200-ზე მეტი თამაში ჩაატარა, თუმცა ტრავმის შემდეგ კლუბს დაემშვიდობა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, ახლა კი სათამაშოდ მზადაა.

მიხეილ ნარიაშვილი „შავ ლომს“ სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გაჰყვება. 2012 წლიდან დღემდე ნარიაშვილმა საქართველოს ნაკრებში 71 მატჩი ჩაატარა (5-ჯერ იყო „ბორჯღალოსნების“ კაპიტანი) და მის ანგარიშზე ორი ლელოა.