მიხეილ გიორგაძე - კომისია დავით ქეხიშვილის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს
მიხეილ გიორგაძე - კომისია დავით ქეხიშვილის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში არსებული მდგომარეობის შესწავლისათვის შეიქმნა, მუშაობა დაასრულა.

ჟურნალისტებთან კომენტარი საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გააკეთა:

„კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო ჯამში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ყველა საბუთი შედარებულია. ერთ საბუთში არ იყო წარმოება სწორად გაკეთებული, ეს ეხება სტიპენდიის გაყოფას მწვრთნელებისთვის და ფედერაციას ვაძლევთ შესაბამის რეკომენდაციას. ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატზე ბუნებრივია არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც და ეს შეცდომა ქევხიშვილმაc აღიარა. შესაბამისად, ფედერაციის ვალდებულებაა ახალი სამწვრთნელო შტაბის შექმნა. საბოლო ჯამში, ქევხიშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ. კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორივე მხარეს მოვუწოდებ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა ისე, რომ სპორტსმენები კარგად მოემზადონ დიდი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.“