მიხეილ ჩხენკელი - თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში
მიხეილ ჩხენკელი - თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი გამჭვირვალეა და ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს მაკეტები. ჩხენკელის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია სიცრუის გავრცელება.

„კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში.

ასევე, საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭირვალე, ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ.

გრიფირების პროცესში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მინდა, ავღნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.