მიხეილ აშვეთია - რომ არა მანინო, შესაძლოა, „ტორპედოს“ დღემდე ვერც მოეღწია
მიხეილ აშვეთია - რომ არა მანინო, შესაძლოა, „ტორპედოს“ დღემდე ვერც მოეღწია

მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის „ტორპედოში“ არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა – გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, მისი სიტყვები არასწორად იყო გაგებული.

„მსურს, მედიაში ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო. სამწუხაროდ, ინფორმაცია არასწორი ფორმით გავრცელდა. ვადასტურებ, რომ გარკვეული კუთხით ფინანსური პრობლემები გუნდში არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები მოგვარებადი და გამოსწორებადია,“ – წერს მიხეილ აშვეთია.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი ვითარების გამოსწორების იმედს გუნდის იტალიელ პრეზიდენტს, ფაბიო მანინოს უკავშირებს:

კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსურად ყველა კლუბი დაზარალდა. მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა შეთანხმება და რამდენიმე თვე კლუბის როგორც ფეხბურთელები, ისე პერსონალი განახევრებულ ხელფასს იღებდა. მჯერა, რომ ისევ მოლაპარაკებების საფუძველზე ვითარების გამოსწორება შესაძლებელია და იმედი მაქვს, რომ ფაბიო მანინო გუნდს ასეთ რთულ პერიოდში ბოლომდე გვერდში დაუდგება. რომ არა ის, შესაძლოა, „ტორპედოს“ დღემდე ვერც მოეღწია“.