მიხეილ აშვეთია - 3-4 დღეში „ტორპედო“ თითქმის მთლიანად დაკომპლექტდება
მიხეილ აშვეთია - 3-4 დღეში „ტორპედო“ თითქმის მთლიანად დაკომპლექტდება

ქუთაისის „ტორპედო“ შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდში იტალიელი ინვესტორის, ფაბიო მანინის მისვლის შემდეგ, ვითარება ნელ-ნელა გვარდება და შემადგემლობის დაკომპლექტება იწყება.

გუნდი უკვე შეიკრიბა და ორჯერადი ვარჯიში გამართა. პირველი დღის შემდეგ კომენტარი გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ გააკეთა.

„ვარჯიში გუშინ არასრული შემადგენლობით დავიწყეთ. დღეს რამდენიმე ახალწვეული შემოგვემატა, ვემზადებით ახალი სეზონისთვის. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. სავარაუდოდ, 3-4 დღეში გუნდი თითქმის სრულად დაკომპლექტდება. ვესაუბრებით ლეგიონერებსაც, რამდენიმე უკვე დავითანხმეთ და ისინი საქართველოში მალე ჩამოვლენ. მათ შესახებ ინფორმაციას ამის მერე მოგაწვდით“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.

ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, უცხოური შეკრების გამართვა გაჭირდება: „კლუბის პრეზიდენტთან შეკრების საკითხს ვაზუსტებთ. დროის სიმცირიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, უცხოური შეკრება მოვასწროთ. ამის გამო, ალბათ დარჩენილ დროშიც საქართველოში მოვემზადებით“.