მიხაილო მუდრიკს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნეს #1TVSPORT

20:01, 31.07.2026

ლონდონის „ჩელსის“ უკრაინელ გარემარბს, მიხაილ მუდრიკს ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო მიღებული დისკვალიფიკაცია მოუხსნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაადასტურა დისციპლინარული გარჩევის დასრულება უკრაინელ ფეხბურთელთან მიმართებაში. ეს ინფორმაცია ასოციაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც ჟურნალისტი ბობი ვინსენტი წერს, ელოდებიან, რომ მუდრიკი „ჩელსის“ ჰონგ კონგში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი 2024 წელს დროებით ჩამოაშორეს ფეხბურთს მას შემდეგ, რაც მის დოპინგსინჯში აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის კვალი აღმოაჩინეს. 2025 წლის მაისში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფორვარდს ბრალი წაუყენა ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის, ხოლო 2026 წლის იანვარში მუდრიკს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

მსგავსი