მიხაილო მუდრიკი „ტოტენჰემს“ ტრავმის გამო ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება – უკრაინელი სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ უკრაინელმა თავდამსხმელმა, მიხაილო მუდრიკმა ტრავმა მიიღო და მოედანზე დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ გავა.
მუდრიკი ლონდონურმა კლუბმა სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო დღეს „ჩელსიდან“ იჯარის წესით დაიმატა, მისი გამოსყიდვა კი სეზონის ბოლოს 70 მილიონ ევროდ შეუძლია.
უკრაინელმა „ტოტენჰემის“ რიგებში 5 სექტემბერს „ნოტინგემთან“ გასვლით შეხვედრაში მოედანზე 20 წუთი გაატარა – ის მეორე ტაიმში თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე მუდრიკს ბოლო ოფიციალური შეხვედრა 2024 წლის ნოემბერში ჰქონდა ჩატარებული. შემდეგ მას აკრძალული პრეპარტის გამოყენებაში დასდეს ბრალი და დისკვალიფიკაცია მისცეს.
25 წლის მუდრიკი ასევე გამოტოვებს სანაკრებო მატჩებსაც – ოქტომბერსა და ნოემბერში უკრაინას ოთხი შეხვედრა ელის, მათ შორის ერთი საქართველოსთან – 28 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე“.