მიხაილო მუდრიკი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) ლონდონის „ჩელსის“ უკრაინელი გარემარბი მიხაილო მუდრიკი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სასჯელი 2028 წლის ზამთრამდე იქნება ძალაში. ფეხბურთელის დადებითი დოპინგსინჯის საქმე განსახილველად სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს გაეგზავნა, რადგან უკრაინელმა ამ გადაწყვეტილებაზე ასოციაციაში აპელაცია შეიტანა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში „ჩელსიმ“ მუდრიკის დადებითი დოპინგტესტის შესახებ გამოაცხადა. 2025 წლის იანვარში „B“ სინჯმაც ანალოგიური შედეგი აჩვენა. რამდენიმე თვის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მუდრიკმა, სავარაუდოდ, პრეპარატი მელდონიუმი გამოიყენა უკრაინის ნაკრებში შეკრების დროს. მოგვიანებით პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ „ჩელსიმ“ გარემარბთან კონტრაქტი გაწყვიტა, მაგრამ 2026 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია საქმის შესაძლო მოგვარებისა და მუდრიკის ვარჯიშებზე დაბრუნების შესახებ.