მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთი გავა ყველა ტერიტორიიდან, სამხრეთისა და აღმოსავლეთის გარდა, ეცდება, დააყენოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, შეამციროს დანაკარგები და გვიკარნახოს პირობები
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ქვეყნის „ავღანიზაცია“ და რუსეთისთვის დამღლელი კონფლიქტი არ იქნება; თუმცა, მისივე თქმით, რუსების განდევნა მძიმე შეიარაღების გარეშე არ გამოვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს.
„ავღანიზაცია“ და ხანგრძლივი, რუსეთისთვის დამღლელი კონფლიქტი, როგორც ზოგიერთებს ჰქონიათ, არ იქნება. რუსეთის ფედერაცია გავა ყველა ტერიტორიიდან, სამხრეთისა და აღმოსავლეთის გარდა, ეცდება, იქაურობა მყარად დაიკავოს, დააყენოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, მკვეთრად შეამციროს დანაკარგები და გვიკარნახოს პირობები. მძიმე შეიარაღების გარეშე არ გამოვა, თუკი გვინდა, რუსები გავდევნოთ“, – წერს პოდოლიაკი.