მიხაილ პოდოლიაკი - დიმიტრი მედვედევი არის ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა კაცი, რომელიც ცდილობს, გამოიყურებოდეს სერიოზულად და საშიშად, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიბრალულს იწვევს
მიხაილ პოდოლიაკი - დიმიტრი მედვედევი არის ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა კაცი, რომელიც ცდილობს, გამოიყურებოდეს სერიოზულად და საშიშად, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიბრალულს იწვევს

დიმიტრი მედვედევი არის ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა კაცი, რომელიც ცდილობს, გამოიყურებოდეს სერიოზულად და საშიშად, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიბრალულს იწვევს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მუქარებს გამოეხმაურა. დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს „განკითხვის დღე ელოდებათ“.

„თანამედროვე რუსეთის პორტრეტი არის დიმიტრი მედვედევი, რომელიც ვიღაცას ემუქრება „განკითხვის დღით“. ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა კაცი, რომელიც ცდილობს, გამოიყურებოდეს სერიოზულად და საშიშად, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. „კიდევ ცოტაც და ყველას გაჩვენებთ!“, აჩვენებთ რას? მოკლავთ კიდევ ერთ ბავშვს?“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.