მიხაილ ​პოდოლიაკი - უკრაინელები დღეში 100-დან 200-მდე მებრძოლს კარგავენ
მიხაილ ​პოდოლიაკი - უკრაინელები დღეში 100-დან 200-მდე მებრძოლს კარგავენ

უკრაინელები დღეში 100-დან 200-მდე მებრძოლს კარგავენ, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ ​პოდოლიაკმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელსაც მოსკოვი საარტილერიო ცეცხლის შესაძლებლობებში ფლობს.

პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა მიაღწევს პარიტეტს, თუ დასავლეთისგან მიიღებს 150-300 ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას. ასეთ შემთხვევაში, პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ეფექტურად შეძლებს ტერიტორიების გათავისუფლებას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებით, ვიდრე რუსეთი ბრძოლის ველზე არ დამარცხდება, დიალოგის არც ერთი ფორმა არ იქნება შესაძლებელი და რუსები გააგრძელებენ უკრაინის ტერიტორიების დაკავებას.