მიხაელ შუმახერს საკუთარი ვაჟის მენეჯერობა სურდა
მიხაელ შუმახერს საკუთარი ვაჟის მენეჯერობა სურდა

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს სურვილი ჰქონდა საკუთარი ვაჟის – მიკ შუმახერის მენეჯერი ყოფილიყო.

„მიხაელს უნდოდა, მიკი ფორმულა 1-ში მისულიყო და თავად კი მისი მენეჯერი გამხდარიყო. ის ასე გეგმავდა ყველაფერს. მას ესმოდა სამუშაოს მთელი არსი, რადგან ეს ყველაფერი გამოვლილი ჰქონდა. ძალიან სიმბოლური იქნებოდა, თუ მიხაელი და მისი ვაჟი დღეს ერთად იქნებოდნენ, მაგრამ დღეისთვის, მიკი წარმოადგენს პუბლიკის თვალწინ მამას. მას გაუჭირდება, რადგან მიკს ყოველთვის მიხაელს შეადარებენ“, – განაცხადა motorsport.com-თან კომენტარში მიხაელ შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმა.

ლეგენდარული გერმანელი ხუთი წელია აღდგენით კურსს გადის თავის ტრავმის შემდეგ, რომელიც თხილამურებით სრიალისას მიიღო.