მიხაელ შუმახერს ოპერაციას პანდემიის შემდეგ გაუკეთებენ
მიხაელ შუმახერს ოპერაციას პანდემიის შემდეგ გაუკეთებენ

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაცია მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ ჩაუტარდება, – ამის შესახებ დაწერა „გარდიანმა“.

ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო ლეგენდარული მრბოლელის ოჯახმა, იმ რისკების გამო, რომლებიც უკავშირდება ვირუსის აქტიური გავრცელებისას ქირურგიულ ჩარევას.

მომავალი ოპერაცია საჭიროა შუმახერის ნერვული სისტემის აღსადგენად.

მიხაელ შუმახერმა 2013 წლის 29 დეკემბერს, თხილამურებით სრიალისას, თავის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ პუბლიკის წინაშე არ გამოჩენილა. გერმანელის ოჯახი არ ასაჯაროებს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.