მიხაელ შუმახერს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ახალი ოპერაცია ჩაუტარდება
მიხაელ შუმახერს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ახალი ოპერაცია ჩაუტარდება

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ახალი ოპერაცია ელოდება, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Contro Copertina-მ.

აღნიშნავენ, რომ ოპერაციის მეშვეობით, ექიმები შეეცდებიან აღადგინონ 51 წლის გერმანელის ნერვული სისტემა. ოპერაციას უხელმძღვანელებს პროფესორი ფილიპ მენაშე, რომელმაც უკვე ჩაუტარა შუმახერს ანალოგიური პროცედურა 2019 წელს.

მიხაელ შუმახერმა 2013 წლის ზამთარში თხილამურებით სრიალისას მიიღო თავის მძიმე ტრავმა და დღემდე არ გამოჩენილა პუბლიკის წინაშე. გერმანელის ოჯახი  ლეგენდარული პილოტის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.