მიხაელ შუმახერის ყოფილი მენეჯერი ლეგენდარული პილოტის შესახებ ინფორმაციას ითხოვს
მიხაელ შუმახერის ყოფილი მენეჯერი ლეგენდარული პილოტის შესახებ ინფორმაციას ითხოვს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ყოფილ მენეჯერს ვილი ვებერს მიაჩნია, რომ გერმანელი ექს-პილოტის ოჯახი მალავს სიმართლეს მის ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ სპეციალისტმა გერმანულ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომელიც შუმახერის ფორმულა 1-ში პირველი ჩემპიონობის 25 წლისთავის აღსანიშნავად გადაიღეს.

„ვიცი, რომ მიხაელმა სერიოზული დარტყმა მიიღო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მიმდინარეობს აღდგენის პროცესი. მაქვს სურვილი ვიცოდე ,როგორ მიდის მისი საქმეები, მინდა ხელი ჩამოვართვა. მაგრამ, მისი მეუღლე უარს მეუბნება. შესაძლოა, მას ეშინია, რომ სიმართლეს გავიგებ და ამბავს გავასაჯაროებ.

დარწმუნებული ვარ, რომ მიხაელი გამოჯანმრთელდება, რადგან ის მებრძოლია. თუ იქნება შანსი, ის მას გამოიყენებს. არ შეიძლება ეს დასასრული იყოს. ვლოცულობ მისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ვიხილავთ“, – განაცხადა ვებერმა.

მენეჯერის საყვედურს მიხაელის მეუღლე კორინა შუმახერი გამოეხმაურა.

„შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მიხაელი საიმედო ხელშია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, – განაცხადა კორინამ. -ჩვენ ვითვალისწინებთ თავად მიხაელის სურვილს კონფიდენციალურობაზე, რადგან ასე იყო ყოველთვის. მიხაელიც ზუსტად ასე მოიქცეოდა ჩემთვის“.

მიხაელ შუმახერმა თავის მძიმე ტრავმა 2013 წლის დეკემბერში მიიღო სამთო თხილამურებით სრიალისას და მას შემდეგ, აღდგენით კურსს გადის. სამწუხარო ინციდენტის შემდეგ, ის არც ერთხელაც არ გამოჩენილა პუბლიკის წინაშე. გასული წლის ბოლოს დაიწერა, რომ შუმახერი აღარ არის მიჯაჭვული საწოლზე და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი აღარ სჭირდება.